|
2016-03-09 13:47:03, 637 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის ავტოდრომმა ცნობილ ქალბატონებს შორის სარვამარტო შეჯიბრს უმასპინძლა
რუსთავის ავტოდრომმა ცნობილ ქალბატონებს შორის სარვამარტო შეჯიბრს უმასპინძლა. 8 მარტის საავტომობილო შეჯიბრი ტრადიციულია, მისი მიზანია დაანგრიოს სტერეოტიპი ქალი–მძღოლების შესახებ და დემონსტრირება მოახდინოს, რომ ქალბატონები ოსტატურად მართავენ ავტომობილებს. ღონისძიების ტრადიციული პარტნიორია „ვისოლი“. “მოხარული ვართ, რომ წელსაც ვუმასპინძლეთ ცნობილი ქალბატონების პროფესიონალურ ავტოშეჯიბრს რუსთავის ავტოდრომზე და ამ ფორმით მივულოცეთ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე. „ვისოლის“ მომხმარებლებს შორის ბევრი ქალბატონია, რომლებიც ყოველდღიურად ენდობიან ჩვენი პროდუქტისა თუ მომსახურების გამორჩეულ ხარისხს, შესაბამისად, მინდა მათ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებული ერთგულებისათვის და უსაფრთხო მგზავრობა ვუსურვო“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. პროფესიულ რბოლაში პირველი ადგილი მანიკა ასათიანმა მოიპოვა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ასევე შორენა ბეგაშვილი, ნინო ხაჟომია, ქეთი ხატიაშვილი და სხვები. გამარჯვებულებს „ვისოლისგან“ გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავი გადაეცათ. პრიზები ასევე დააწესეს პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ და ესთეტიკურმა ცენტრმა – „პრაიმ ესთეტიკი“.
(R)
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)