|
2025-02-18 17:18:28, 456 ნახვა
სამართალი
მსახიობი ანა ტყებუჩავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა
მსახიობი ანი ტყებუჩავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მიიღო. ანი ტყებუჩავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. შსს-ს წარმომადგენელი სასამართლო განხილვების დროს განმარტავდა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, თუ როგორ იდგა ტყებუჩავა გზის სავალ ნაწილზე და გზას როგორ კეტავდა. უწყების იურისტი მსახიობის სამართადამრვევად ცნობას ითხოვდა. ანი ტყებუჩავას განმარტებით კი, მას გზა არ გადაუკეტავს. ის რუსთაველის გამზირზე იმ დროს მივიდა, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო. მისივე თქმით, ვიდეომასალა არსებობს, სადაც ჩანს, რომ გზა მისი აქციაზე მისვლამდე 15-20 წუთით ადრე გადაიკეტა. მსახიობის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მათ მოწოდებას დაემორჩილებოდა. ტყებუჩავას ადვოკატი ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა. ცნობისთვის, ანი ტყებუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)