|
2025-02-18 16:25:41, 560 ნახვა
მსოფლიო
სირიაში რუსეთის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს
მედიის ცნობით, 18 თებერვლის ღამეს სირიაში, რუსეთის ჰმეიმიმის ავიაბაზაზე უცნობი მხარის უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ცნობა თავდაპირველად ტელეგრამ არხმა Sabereen News-მა გაავრცელა. ეს მედია ერაყულ შიიტურ დაჯგუფებებთანაა დაკავშირებული. ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის სროლისა და აფეთქების ხმა. როგორც Sabareen News-ი წერს, ეს ჰაერსაწინააღდეგო დანადგარების ხმაა. რუსულ საჰაერო ბაზაზე დრონების იერიშის შესახებ დაწერა რუსმა სამხედრო ბლოგერმა ოლეგ ბლოხინმაც. მისი ინფორმაციით, იერიში დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) წევრებმა მიიტანეს. ეს არის დაჯგუფება, რომლის ლიდერიც სირიის ახლანდელი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა არის. HTS უძღვებოდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებულ კონტრიერიშს. "ადგილობრივი დროით 2:30-ზე გამოცხადდა საბრძოლო განგაში. იდენტიფიცირებული იყო, როგორც "საჰაერო მოწინააღმდეგის თავდასხმა". თითქმის მომენტალურად ამუშავდა პანცირი (რედ. - რუსული ჰსთ სისტემა). ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმები. 3:30-ისთვის სროლის ინტენსიურობა დაწყნარდა, თუმცა მაინც გრძელდებოდა." - წერს ბლოხინი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლება შეიცვალა, რუსული ბაზების მომავლის საკითხი გაურკვეველი რჩება. ქვეყნის ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები 28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მიხაილ ბოგდანოვმა გამართა. შეხვედრის დროს სირიის ხელისუფლებამ მოსკოვს მოსთხოვა, გაეთვალისწინებინათ "წარსულის შეცდომები", გადაეხადათ კომპენსაცია და ჩართულიყვნენ ქვეყნის აღმშენებლობაში. მედიის ცნობით, მოითხოვეს ბაშარ ალ-ასადის გადაცემაც. 12 თებერვალს ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ალ-შარაას. გასულ დღეებში სირიის ახალი რეჟიმის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს ქვეყანაში რუსული ბაზების დატოვება, იმ შემთხვევაში, თუ თავად სარგებელს მიიღებენ. პარალელურად, ალ-შარაამ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სირიაში თურქული ბაზების მშენებლობის საკითხი განიხილა.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)