|
2025-02-18 16:09:54, 924 ნახვა
ომი უკრაინაში
კრემლი - პუტინი მზადაა, ზელენსკის ესაუბროს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი ლეგიტიმურობა
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. თუმცა, მისი თქმით, "საჭიროა უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების გათვალისწინება". ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс ავრცელებს. ჟურნალისტების შეკითხვას, მზად არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისთვის, დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება მოლაპარაკებისთვის: "პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის. ამასთან, სამართლებრივი შეთანხმებების ფორმალური გაფორმება სერიოზულ განხილვას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ზელენსკის ლეგიტიმურობის შესაძლო გაპროტესტებაზე მიუთითებს" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)