|
2025-02-18 00:12:24, 604 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი და უკაშოვი საუდის არაბეთში ამერიკელებთან მოლაპარაკებისთვის ჩავიდნენ
რუსეთის დელეგაცია საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. უკრაინა მათში მონაწილეობას არ მიიღებს. სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი რიადის აეროპორტში დაეშვნენ. მოლაპარაკებები ხვალ 12:00 საათზე (მოსკოვის დროით) დაიწყება. პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწის უშაკოვის თქმით, შეხვედრის მიზანია იმის დადგენა, თუ როგორ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. ამერიკულ მხარეს ჯერ არ დაუნიშნავს მთავარი მომლაპარაკებელი. საუდის არაბეთში ჩასვლისთანავე უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრა უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე წარიმართება. ამის შესახებ ადრე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სამეფოში მისი ვიზიტი მოლაპარაკებებს არ უკავშირდებოდა, თუმცა ჰკითხავდა „მის უდიდებულესობას, რა იცის მოლაპარაკებების თემებზე“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)