|
2016-03-09 12:52:38, 866 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი პირი, ზვიად ლიპარტელიანი და რაფიელ ქურასბედიანი დააკავა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა, ყოველგვარი მომსახურების გაწევის გარეშე, სხვადასხვა საწარმოთა მონაცემების გამოყენებით ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები დაამზადეს და გაასაღეს, საერთო ჯამში, 601 525 ლარის ღირებულების ფიქტიური მომსახურების გაწევაზე. რეალურად, მათ არანაირი მომსახურება არ გაუწევიათ და აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ, დაკავებულებმა 180 000 ლარი მოითხოვეს, ხოლო წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 30 000 ლარი აიღეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)