|
2025-02-17 17:10:24, 394 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენი პარტიული პოზიციაა, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის არანაირ კომისიას
ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის არანაირ კომისიას და არც ერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რას იზამენ სხვა პარტიები, ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია. „საგამოძიებო კომისიას აქვს ორი მიზანი. პირველი – პუტინის ბრძანების შესრულება და ადამიანების გასამართლება, წარმატებული, თავისუფალი და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის გამო და იმ პირების, რომლებიც ამ მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ და მეორე – როცა არსებობს რეალური პრობლემები, რეალური დღის წესრიგი – წამების, არაადამიანური მოპყრობის, ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფის, რაც ქვეყანაშია, სურთ წარსულზე აქცენტირებით ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნა. ამ დროს არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმურ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის არანაირ კომისიას და არც ერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, კანონიერად არ ვცნობთ. სხვები რას იზამენ, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)