|
2016-03-09 12:03:25, 1461 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ენერგეტიკის მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს დაწყებული მუშაობა მისასალმებელია
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკის სფეროში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაასრულეს. ამის შესახებ კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს. მისივე თქმით, საქართველოს ხელიუსაფლებამ სწორი არჩევანი გააკეთა და დარწმუნებულია, უახლოეს მომავალში ყველა იმ რესურსს აითვისებენ, რომელიც ქვეყანას გააჩნია: „წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ამ მიმართულებით მუშაობა არის მისასალმებელი. ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მაშინვე ყველა იმ პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომელიც იყო დაწყებული, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, თუმცა იყო ბევრი გაკეთებული საქმე ამ მიმართულებით, და ის გზა, ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს არის სწორი მიმართულება, სწორი გზა, სწორი არჩევანი არის გაკეთებული ჩვენს მიერ, და რაც მთავარია, ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ავითვისოთ ის რესურსები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და რაციონალუად იქნეს გამოყენებული ჩვენი ხალხის, ქვეყნის საკეთილდღეოდ”,-განაცხადა კალაძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)