|
2025-02-17 12:02:51, 512 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა. თავად ბრალდებული, სასამართლო სხდომას ონლაინ რეჟიმში უნდა დასწრებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა. მომდევნო სხდომა 6 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება. „უნდა ჩართულიყო დისტანციური წესით, თუმცა პრობლემაა დისტანციურ ჩართვაზე, შესაბამისად მისი მონაწილეობა სხდომაზე ვერ ხერხდება, არ ვიცით მიზეზი. მან გამოთქვა სურვილი დასწრების, იგი პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად დღევანდელ სხდომაზე სასამართლო საქმეს მის გარეშე ვერ განიხილავს“, - აცხადებს მოსამართლე სალიხ შაინიძე. საქმე ეხება, 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, შენობის ფასადზე სტიკერის გაკვრის ფაქტს. მზია ამაღლობელის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)