|
2025-02-16 17:00:54, 521 ნახვა
საზოგადოება
საია - ბათუმში ბავშვების დაღუპვა სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების იგნორირების შედეგია
ბათუმში მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს,- ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას. “2025 წლის 15 თებერვალს ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე (მერიის ინფორმაციით, ფრ. ხალვაშის გამზირის N188-ის მიმდებარედ) ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა. საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს. არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას, ეს კი ადასტურებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით. ამ ყველაფრის ფონზე, კი, საგანგაშოა, ასევე, რომ მომხდარის ადგილზე მუშაობის ჯეროვანი შესაძლებლობა არ ეძლეოდათ მედიის წარმომადგენლებს. კერძოდ, "აჭარა თაიმსის" დამფუძნებლის, სულხან მესხიძისა, და "ბათუმელების" ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის, მიმართ ხორციელდებოდა “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული მხარდამჭერების მიერ ზეწოლა მათ მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას. საჯარო სივრცეში ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ადამიანის სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფი ადამიანების სიცოცხლე. აღნიშნულიც ასევე მოიცავს, მათ შორის, შენობებიდან და მშენებლობებიდან მომავალ საფრთხეებს და ნებისმიერ საჯარო ან არასაჯარო აქტივობას, რომელმაც შესაძლოა სიცოცხლის უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს. სიცოცხლის უფლების დაცვის მოვალეობა, სახელმწიფოს აკისრებს, არამხოლოდ, ვალდებულებას, არ ხელყოს უკანონოდ და განზრახ სიცოცხლე, არამედ მიიღოს შესაბამისი ზომები მის იურისდიქციაში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. ეს ვალდებულება შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც აუცილებელია ერთი ან რამდენიმე წინასწარ იდენტიფიცირებული პირის დაცვა სასიკვდილო აქტისგან, არამედ იმ შემთხვევებზეც, როდესაც სახელმწიფოს ევალება საზოგადოების ზოგადი დაცვის უზრუნველყოფა. ამ სახის ვალდებულება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, შენობებისა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას ისეთი ოპერაციული სისტემა, როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების თვალსაზრისით, რომ დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფ პირთა სიცოცხლე, და ეს ღონისძიებები მორგებული უნდა იყოს კონკრეტული საქმიანობის თავისებურებებზე და ადამიანის სიცოცხლისთვის პოტენციურ საფრთხეზე. სახელმწიფომ უნდა მიიღოს, როგორც პრაქტიკული, ისე პროაქტიული და წინასწარი უსაფრთხოების ზომები მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, სავსებით განჭვრეტადი და პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ის საფრთხე, რაც ტერიტორიაზე ღია თხრილებისგან მოდიოდა მოსახლეობისთვის. შესაბამისად, მას ევალებოდა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლის უფლება, მოიცავს, არა მხოლოდ, ინდივიდთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გონივრული ზომების მიღებას, არამედ, სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის შემთხვევაში, არსებითია დაზარალებულთა უფლებების დაცვისთვის ეფექტიანი საშაულებების უზრუნველყოფა, რათა შესაძლებელი გახდეს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დაზარალებულისთვის შესაბამისი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა. ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე]. თუმცა, საგანგაშოა, რომ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადება არსად ახსენებს გამოძიების საკითხს, თუნდაც ფორმალურად, რაც უკვე ისედაც მიტაცებული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის უმოქმედობის პოლიტიკური გზავნილია. დამატებით, მივუთითებთ, რომ ბათუმის მერია ვალდებულია, ტერიტორიაზე მსგავსი სხვა თხრილების არსებობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)