|
2016-03-09 11:40:25, 1409 ნახვა
კომენტარი
კალაძე: თუ ერთ დღეს კოალიცია აღარ იქნება, შესაძლოა, დემოკრატიის განვითარებისთვის მომგებიანიც იყოს
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, არც პოლიტსაბჭოზე და არ გუნდის შიგნით კოალიციის დაშლაზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც: “ ზურაბ ტყემალაძეს ჰქონდა ინიციატივა, რომ გავიდეს ყველა პოლიტიკური სუბიექტი კოალიციიდან და 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ, პარლამენტში შექმნან ახალი კოალიცია. ხომ არ კეთდება ღია მინიშნებები, რომ კოალიცია იშლება?“ „ვერ გეტყვით, ამაზე საუბარი არ ყოფილა არც პოლიტსაბჭოზე და არც გუნდის შიგნით. შესაბამისად, ასეთი საკითხები განიხილება კოალიციურ რეჟიმში“,-განაცხადა კალაძემ. კითხვაზე-მიგაჩნიათ, რომ უნდა დაიშალოს კოიალიცა, ვიცე-პრემიერმა ასე უპასუხა: „არვიცი, ვნახოთ, ჯერ ადრეა ამაზე საუაბრი, თუმცა ტრაგედია ამაში არაფერია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები. ასე რომ, თუ ერთ მშვენიერ დღეს მოხდება და კოალიცია არ იქნება, ამაში ტრაგედია არაფერია, პირიქით, ვფიქრობ, დემოკრატიის განვითარებისთვის ეს კიდევ შეიძლება მომგებიანი და მნიშვნელოვანი იყოს“,-განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მიესალმება, თუკი კოალიცია არჩევნებზე ერთობლივად წარდგება. „შეიძლება, ვიღაცა დაგვემატოს. ესეც არაა გამორიცხული. მივესალმები ისევ ერთობას“,-აღნიშნა კახი კალაძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)