|
2025-02-16 14:15:19, 422 ნახვა
მსოფლიო
კიევი - უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაბლოკა
უნგრეთმა გამოიყენა ევროკავშირის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ერთსულოვნების პრინციპი, რათა დაებლოკა უკრაინის შემდგომი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ განცხადება ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ გააკეთა. გაწევრიანების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ სტეფანიშინამ ვიქტორ პინჩუკის ფონდის მიერ მიუნხენში ორგანიზებულ „უკრაინულ ლანჩზე“ საჯარო დისკუსიისას ისაუბრა. „ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ერთი წევრი სახელმწიფო ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს – ეს გუშინ მოხდა“, – განაცხადა სტეფანიშინამ. მოგვიანებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში, სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ საუბარია უნგრეთზე. მანამდე, მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ უნგრელებმა დაბლოკეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა. „მართლაც, წევრი სახელმწიფოების კოლეგებმა გვაცნობეს, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის ოფიციალური მოწვევის დამტკიცება. როგორც ამბობენ, უნგრეთი ითხოვს უკრაინისთვის წაყენებული პირობების სიის გაფართოებას“, – განმარტა სტეფანიშინამ. ამჟამად უკრაინა და ევროკავშირი ემზადებიან მოლაპარაკებების პრაქტიკული ფაზის დასაწყებად; ამისთვის უნდა გაიხსნას კლასტერი „ფუნდამენტური საკითხები“ (Fundamentals). ევროკავშირის გაფართოების პროცესში მოქმედი სტანდარტული სქემის მიხედვით, ამ კლატსერის გასახსნელად კანდიდატმა სახელმწიფომ ბრიუსელთან უნდა შეათანხმოს ორი „საგზაო რუკა“ – კანონის უზენაესობის შესახებ (ასევე მოიცავს ადამიანის უფლებებს) და სახელმწიფო მმართველობის სისტემის რეფორმის შესახებ. მომავალში ამ საგზაო რუკების შესრულება განსაზღვრავს უკრაინის პროგრესს მოლაპარაკებების პროცესში. უნგრეთი მოითხოვს, რომ უკრაინისადმი მოთხოვნაში ევროკავშირმა დაამატოს მესამე დოკუმენტის – ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის გეგმის მომზადების მოთხოვნა. ამჟამად ამ უთანხმოების გამო მოლაპარაკებების პროცესი სრულად დაბლოკილია, რადგან Fundamentals-ის გახსნის გარეშე შეუძლებელია რაიმე შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება. „იმედი გვაქვს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში გაგრძელდება, იქამდე კი ველოდებით დეტალებს და მზად ვართ ავხსნათ, თუ რა ნაბიჯებს დგამს კიევი უნგრულ უმცირესობასთან თანამშრომლობით“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)