|
2025-02-15 20:01:37, 483 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - საქმე ეხება ეგზისტენციალურ საკითხს, ვიქნებით ცივილურ სამყაროსთან თუ ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო
ე.წ. მთავრობა დასანქცირებულია, არ არსებობს ქვეყანა, სადაც მათ ელოდებიან, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთია - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის „ევროინტეგრაცია გააჩერა და ქართველი ხალხის 35-წლიანი მისწრაფება გადაშალა“. „პროტესტი არ ჩერდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ საკითხს ეხება, ანუ სად ვიქნებით როგორც ქვეყანა, ვიქნებით თუ არა დამოუკიდებელი ცივილურ სამყაროსთან, თუ ვიქნებით, რასაც ე.წ. ხელისუფლება აკეთებს და რუსეთის უკანა ეზო ვიქნებით. ამიტომ, ეს პროცესი გაგრძელდება, ამ ქვეყანაში თავისუფლებას არავინ დათმობს, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 100 დღეში სამწუხაროდ, მოახერხა ის, რომ გადაშალა ბოლო 35-წლიანი ჩვენი ქართველი ხალხის მისწრაფება, ეს ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობაა, ეს ასე არ მოხდება. მარტო, იზოლირებული დაგვტოვა, ქვეყანა სრულ იზოლაციაშია, სტრატეგიული პარტნიორობა დააკარგვინა შეერთებულ შტატებთან, ევროინტეგრაცია გააჩერა, მთელი ე.წ. მთავრობა დასანქცირებულია, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამათ ელოდებიან, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთია - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება, ამას მივაღწევთ, 80 დღე იქნება, თუ მე-100, ამას მივაღწევთ, რადგან ეს რაღაც ლოკალური საკითხი არ არის, ეს არის ქვეყნის ეგზისტენციალური საკითხი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)