|
2025-02-15 17:39:59, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
„ენბისი ნიუსი“ - აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად სამხედროები განალაგოს
აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად სამხედროები განალაგოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ იუწყება. ტელეკომპანიის წყაროების თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს შესთავაზა აშშ-ისთვის იშვიათი ლითონების მომპოვებელი საწარმოების აქციების 50%-ის გადაცემა. ამასთან, ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ მზადაა უკრაინის ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული ჯარი ამ საბადოების დასაცავად, თუ რუსეთთან ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება აშშ-თან ჯერ არ არის ხელმოწერილი და დამუშავების სტადიაშია. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მიუნხენში აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერაზე. „როიტერის“ ინფორმაციით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წარუდგენს აშშ-ს საკუთარ წინადადებას, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას დაეფუძნება. „ასოშიეთედ პრესი“ აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების განლაგებაზე რამდენიმე ევროპული ქვეყანა ფარულად მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, ევროპელებმა ამ ვარიანტის განხილვა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს. დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან ევროპული ქვეყნების მონაწილეობის გარეშე გარიგების დადების საფრთხის გამო ამ საკითხის განხილვა გააქტიურდა. „ასოშიეთედ პრესი“ იტყობინება, რომ განხილვაში ყველაზე აქტიურად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მონაწილეობენ, თუმცა გეგმის დეტალები უცნობია. „ევროპული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე“, – ნათქვამია სააგენტოს პუბლიკაციაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)