|
2025-02-15 15:55:58, 439 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნები წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. „საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური და, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებისა და პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე, უკვე ათეული წლებია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მკაცრად დაგმონ ეს ფაქტი. ჩვენი მთავარი მიზანია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს აფხაზეთში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და, აფხაზებთან ერთად, ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენი საუკუნოვანი ერთობის აღდგენა. აფხაზეთის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს, აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ“, – აღნიშნულია მგალობლიშვილის განცხადებაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)