|
2025-02-14 14:47:50, 371 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
რომის პაპი ფრანცისკე 14 თებერვალს საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის და ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა Reuters ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "დღეს, დილით, წირვის შემდეგ, პაპი ფრანცისკე მიიყვანეს პოლიკლინიკო აგოსტინო გემელიში რამდენიმე აუცილებელი დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის და საავადმყოფოს გარემოში ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც მას კვლავ აქვს". - გამოცემის ცნობით, აღნიშნულია ვატიკანის განცხადებაში. 88 წლის ფრანცისკეს, რომელიც რომის პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)