04:16 - 07 Jul, 2026
|
2025-02-14 10:18:15, 390 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენისკენ მიმავალი რუბიო ვაშინგტონში დაბრუნდა თვითმფრინავში ტექნიკური ხარვეზის გამო
თვითმფრინავი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გერმანიაში მიემგზავრებოდა, ტექნიკური პრობლემის გამო ვაშინგტონში დაბრუნდა. ინციდენტი 13 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა. ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც. დელეგაცია მიუნხენში მიემგზავრებოდა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტემი ბრიუსის ინფორმაციით, თვითმფრინავში მექანიკური პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდნენ და სახელმწიფო მდივანი გერმანიაში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)