|
2025-02-13 13:14:03, 379 ნახვა
სამართალი
თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, ზაქარია ქიტიაშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ზაქარია ქიტიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით ქიტიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სასამართლო პროცესზე შსს ქიტიაშვილის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. თავად ქიტიაშვილმა განმარტა, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და გზის სავალ ნაწილზე, მაშინ გადავიდა, როცა ხალხმა ის გადაკეტა და პოლიციაც წავიდა. მისივე განმარტებით, სამართალდამცავებს რაიმე სახის მოწოდება არ გაუკეთებიათ. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხის არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობს, თუმცა, ამის შეფასების კრიტერიუმი არსად განმარტებული არ არის. ქიტიაშვილის თქმით, ის აქციაზე ხშირად დადის და პოლიციელების გაფრთხილებას ითვალისწინებს. „როცა უკვე თვლიან, რომ ბევრნი ვართ, თვითონ კეტავენ გზას, ტრიალდებიან და მიდიან",- განაცხადა ქიტიაშვილმა. როგორც ქიტიაშვილის ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, სასამართლოდან გასვლისთანავე, ქიტიაშვილს გზაში ზარი დააწიეს და უთხრეს, რომ კიდევ ერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან და სასამართლოში კიდევ ერთ პროცესზე მოუწევს მისვლა. როგორც ირკვევა, ქიტიაშვილს გზის გადაკეტვას 28 იანვარსაც ედავებიან. ზაქარია ქიტიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 21 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)