|
2025-02-13 12:36:23, 356 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე - საქმე რომ ცუდად წასულიყო?
2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე - საქმე რომ ცუდად წასულიყო? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და აზიარებს სოციალურ ქსელ X-ზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ „უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა“ და რომ „ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“. პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა მათ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციები და საზღვრების ჩაკეტვა მოსთხოვა. „2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე - დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა. და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!“ - წერს პაპუაშვილი.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)