|
2025-02-13 10:54:47, 808 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიდერლანდები უკრაინას ჯავშანმანქანებს გადასცემს
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ნიდერლანდებმა კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა, რომელიც დაჭრილების ევაკუაციისთვის განკუთვნილ ჯავშანტექნიკასაც მოიცავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა YPR-ის ტიპის 25 ერთეულ ჯავშანმანქანას მიიღებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა, ჩეხეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, უკრაინას დაპირებული T-72 ტიპის საბრძოლო ტანკები გადასცა. ამასთან, ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინამ, ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ახალი პარტია მიიღო. „განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინელები ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა შეუფერხებლად. რუსეთის წინააღმდეგ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდები უკრაინას, საერთო ჯამში, 10 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, საიდანაც 6 მილიარდი უკვე გამოყენებულია.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)