20:51 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 17:29:22, 334 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი

ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღემდე 5 რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული და ეს არის მორიგი, მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში. 

„რა თქმა უნდა, ამ პროექტს ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს აქვს აბსოლუტურად არაფრის, ჩალის ფასი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტიდემოკრატიული, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის, რადიკალიზმის და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics