|
2025-02-12 15:37:46, 348 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - რუსეთის მარიონეტები საქართველოში არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ
ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, რომელზეც დებატები გასულ კვირას გაიმართა. ევროპარლამენტი დგას საქართველოს გვერდით და დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არის ევროკავშირის პარტნიორი სახელმწიფო. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ პროდემოკრატიულ, პროევროპულ პოზიციას, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი, რუსეთის მარიონეტები კი იქ არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ. აღმაშფოთებელია, რომ აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოხატავენ საკუთარ აზრს და ისჯებიან მხოლოდ იმისთვის, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ იმდენი ხანი ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, მაგრამ ის უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი არჩევნები ჩატარდება და კრემლის მარიონეტები მასში ჩარევას ვერ მოახერხებენ. ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება და ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც არჩეული იქნება, პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოდის და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს, არ უნდა ისჯებოდეს პატიმრობით", - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა "მთავარ არხთან" საუბრისას.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)