09:03 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 15:20:25, 679 ნახვა

სამართალი
ალექსი პეტრიაშვილი: მახსოვს ყველა დეტალი, ვინ რა ინსტურმენტით მუშაობდა იმ უსასტიკესი თავდასხმის განმავლობაში

"თავისუფალი დემორკატების" გენერალური  მდივნის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, თავდასხმის ყველა დეტალი ახსოვს და ამიტომ, რაც მალე ითანამშრომლებს დაკავებული  ლევან მექვაბიშვილი გამოძიებასთან, მისთვის უკეთესია.

ამის შესახებ პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს საავადმყოფოს დატოვების შემდეგ  განუცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, მის თავდასხმაში ბრალდებულ მექვაბიშვილთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ ჰქონია და  თავდასხმის მოტივი მისთვის უცნობია. პეტრიაშვილი  ამბობს, რომ სანამ შემკვეთი  და მეორე შემსრულებელი  არ გამოვლინდება, საქმე გახსნილად არ ჩაითვლება:

"მისდა საუბედუროდ, მისი თანამზრახველის საუბედუროდ, ღვთის ნებით, გონება არ დამიკარგავს, მახსოვს ყველა დეტალი, ვინ რა ინსტურმენტით მუშაობდა იმ მოკლე პერიდოში,  უსასტიკესი თავდასხმის განამვლობაში, შესაბამაისად, რაც მალე ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მით უკეთესი მისთვის. შეუმსუქუდება ის ბრალი, რომელიც აუცილებლად ექნება მას. მეორე პიროვნებასთან დაკავშირებით უფრო გართულდება. ამას სახეზე ნიღაბი არ ჰქონდა, მეორე პიროვნება მუშაობდა ნიღაბით და სხვა სამუშაოებია ჩასატარებელი, რაშიც გამოძიებას ხელი არ უნდა შევუშალოთ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის  საქალაქო სასამართლომ   ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს   აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

შეგახსენებთ,  გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics