|
2025-02-11 13:19:35, 467 ნახვა
საზოგადოება
ექიმის ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აღენიშნება
ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აღენიშნება. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა. ექიმის განმარტებით, მიუხედავად ამისა, გაბიტაშვილმა კლინიკის ხელწერილის საფუძველზე დატოვება გადაწყვიტა. „მამაკაცის გადმოცემით, სახლიდან გამოსვლისას თავს სამი პირი დაესხა. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლის დროს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ასევე, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა. ჩვენ შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა უარს აცხადებს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ექიმმა. ლაშა გაბიტაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ცნობისთვის, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ დღეს, ქუჩაში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბიტაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)