|
2025-02-10 15:25:44, 386 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ადგილზე უკვე იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება. მისი თქმით, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება. „გაერთიანება, კოორდინაცია, საზოგადოების გამთლიანება, როდესაც ქვეყანა ასეთ კრიზისში იმყოფება, მნიშვნელოვანია ქვეყნის გადასარჩენად. კონკრეტულად რა საკითხს განვიხილავთ დღეს, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ არ ვიცი, პრეზიდენტმა მოგვიწვია. წინა კვირას გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ევროპის წამყვანი ქვეყნების ელჩებთან და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. შეხვედრას ასევე, ესწრება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია. მისი თქმით, ეს არის სამუშაო შეხვედრა და „დაგროვდა საკითხები, რომელთა განხილვაც ამ ფორმატში საჭიროა“. „ეს არის სამუშაო შეხვედრა. პარტიებს ჰქონდათ სურვილი პრეზიდენტთან შეხვედრის. განსახილველი საკითხები რთულად გამოსაცნობი არაა რა შეიძლება იყოს. მეტი კონკრეტიკა შემიძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ გითხრათ. რადგან სამუშაო და დახურული ფორმატის შეხვედრაა, ეს იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური კორპუსი ამ შეხვედრას არ ესწრება. დაგროვდა საკითხები, რომელთა განხილვაც ამ ფორმატში საჭიროა. სალომე ზურაბიშვილის როლი ცოტა დიდი და რთული საკითხია, თუმცა აქ ყველას თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მთავარია, რომ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შეჯერდეს ხედვა და ამ ხედვის, ქმედებების ირგვლივ იყოს კარგი კოორდინაცია. სავალდებულო არაა, რომ ყველა ერთი ლექსიკონით საუბრობდეს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს, აქ პრეზიდენტს აქვს ძლიერი მაკოორდინებელი და შემაკავშირებელი როლი, ისევე როგორც მისი ფაქტორი გარეთ ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის, რომლებიც მას ესაუბრებიან. ამიტომაც, ეს პროცესი ამის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)