|
2016-03-08 12:29:00, 511 ნახვა
საზოგადოება
სენაკში 25 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სოზარ სუბარმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩასახლებაში არსებულ ყველა კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამინისტრო მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების 25 კორპუსის სახურავებსა და იატაკებს გამოცვლის, გარდა ამისა განხორციელდება წყალკანალიზაციის სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები. უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს, რომლებიც კარატეს ეუფლებიან კიმონოები და სპორტული ინვენტარი ჩაუტანა. ჩასახლებაში არსებულ აფხაზურ სკოლაში არაერთი სპორტული წრე ფუნქციონირებს. USAID-ის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო გასართობი კუთხეც მოაწყო. კერძო სექტორის ჩართულობით ასევე იგეგმება აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებლობა. 25 კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი წლების წინ დაიწყო, თუმცა ბინების სრულად დაკანონება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)