|
2025-02-08 12:04:05, 512 ნახვა
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ელექტრო სისტემას გამოეთიშნენ და ევროკავშირს ხვალ შეუერთდებიან
ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტრო ქსელიდან გამოთიშეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ. „დღეს ჩვენ რუსეთის ელექტრო ქსელს ვეთიშებით. ეს დამოუკიდებელი ლიეტუვის ელექტროენერგიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროპულ ელექტროსისტემაში ინტეგრაცია ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ელექტრო სისტემას ხვალ შეუერთდებიან. „დღეს ევროპული ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ელექტრო ქსელს გამოეთიშნენ“, - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო უწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)