|
2016-03-08 10:53:29, 532 ნახვა
საზოგადოება
ფოთში 120 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ფოთის მერი ირაკლი კაკულია ფოთში, გორგასლისა და ტაბიძის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, გორგასლის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში 43 დევნილი ოჯახი, მათ შორის უმრავლესობა აფხაზეთის ომის ვეტერანი, 1993 წლიდან ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, შენობა ამ დრომდე გაზიფიცირებული არ იყო. ობიექტის გაზიფიცირებისათვის საჭირო ხარჯები სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო, პროექტირების საფასური კი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსდა. ასევე სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა ფოთში, ტაბიძის ქუჩაზე ორი კორპუსის გაზიფიცირების სამუშაოებიც, სადაც ჯამში 77 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. „იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის“ ფარგლებში, აღნიშნულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცათ.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)