|
2025-02-07 19:13:36, 542 ნახვა
სამართალი
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 26 ადამიანი დააკავა
26 ადამიანი დააკავეს, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 6 მათგანს წაყენებული აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდება. ამ ექვს ადამიანს შორის არიან ადამიანები, ზედმეტსახელებით „პაჭო“, „მესსტო“ და „კოჭო“; 11 ადამიანი დაკავებულია „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის" ბრალდებით. მათს შორის არიან ადამიანები, ზედმეტსახელებით „კარატე“, „ბუძგა“ და „ტეკია“; 6 მათგანი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით. 3 ადამიანი დაკავებულია „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით. ამ 26 ადამიანის გარდა, შსს-ს ინფრომაციით, კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. გარდა ამისა, „კანონიერი ქურდობის“ გამო ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საზღვარგარეთ მყოფ რამდენიმე პირს. შსს მხოლოდ მათ სახელებს წერს საჯაროდ. ესენი არიან: ჯეირან კინწურაშვილი, დაბადებული 1977 წელს; კაკო ტუღუში, მეტსახელად „ენცო“, - დაბადებული 1987 წელს; მამუკა ჩხაბერიძეს, მეტსახელად „მამუკა ხონსკი“, - დაბადებული 1976 წელს. ბრალდებები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფარული გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციის პრესცენტრის ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრები და მხარდამჭერები მოქალაქეთა შორის ფინანსურ დავებს „აგვარებდნენ“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)