07:56 - 07 Jul, 2026
|
2025-02-07 16:33:58, 508 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია ორი პირი
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ერთ-ერთ გამზირს დაეცა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი სახანძრო სამსახური ავრცელებს. განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ბარა ფუნდას სამეზობლოში ჩამოვარდა. ინციდენტის დროს თვითმფრინავის ერთი ნაწილი ავტობუსს დაეცა და მასში მყოფი ერთი მგზავრი დაშავდა, ხოლო მეორე, მოტოციკლისტს მოხვდა. ორივე მათგანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში დამატებით ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, მცირე დაზიანებებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)