16:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 12:45:54, 971 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ მასიური საჰაერო იერიში მოიგერია - განადგურებულია 81 დრონი

7 თებერვალს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 112 უპილოტო საფრენი აპარატით მასიური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 81 დრონი გაანადგურა.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის შენაერთების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 31 დრონი.

81 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში.

ოკუპანტების იერიშის შედეგად სუმის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში დაზიანდა რამდენიმე შენობა, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები არ არის.

რუსეთმა დრონები კურსკის, ორელის, მილეროვოს, ბრიანსკისა და შატალოვოს რეგიონებიდან ააფრინეს.

საჰაერო იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო და შეიარაღებული ძალების ცეცხლის მობილური ჯგუფები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics