|
2025-02-07 12:18:43, 404 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების რაოდენობა განსაზღვრა - ოპოზიციას 3 ადგილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრების რაოდენობა განსაზღვრა. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, კომისია 10 წევრისგან უნდა შედგებოდეს. "გთავაზობთ, რომ ფრაქცია ქართული ოცნება 5 წევრით იყოს წარმოდგენილი. ოპოზიციურ ნაწილს რაც შეეხება: ხალხის ძალას ჰყავდეს 2 წევრი, ევროპელ სოციალისტებს კი 1 - 2 ადგილი პარლამენტის უფრაქციო წევრებს დარჩებათ. იგივე, ოპოზიციურ ფლანგს, რომელიც, ჯერჯერობით, პარლამენტში შემოსული არ არის, თუმცა მათი სურვილიც არ არის ნათელი, სამომავლოდ რას აპირებენ. ასე რომ, მათი პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეს კვოტა 2 წევრით შეავსონ". - თქვა მათიკაშვილმა. საკითხს საპროცედურო კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა. ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)