|
2025-02-06 17:57:39, 535 ნახვა
მსოფლიო
მექსიკამ აშშ-ს საზღვართან სამხედროების გაშვება დაიწყო
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტ, დონალს ტრამპსა და მექსიკის პრეზიდენტ, კლაუდია შეინბაუმსშორის დადებული ხელშეკრულება უკვე ძალაშია. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკისთვის ტარიფების დაწესების ბრძანებას ერთი თვით შეაჩერებს, სანაცვლოდ, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა პირობა დადო, რომ ფენტანილის კონტრაბანდის აღსაკვეთად საზღვართან სამხედროებს გაგზავნის. მექსიკამ, სამხედროების საზღვართან გაგზავნა ეტაპრობრივად დაიწყო.
ამ ეტაპისთვის, საზღვართან 1 700-მდე სამხედრო გაიგზავნა, ხოლო ჯამში ეს რიცხვი 10 000-მდე უნდა გაიზარდოს. ცნობისთვის, აშშ-სა და მექსიკის პრეზიდენტებმა შეთანხმებას 3 თებერვალს, მექსიკის, კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწიეს. დონალდ ტრამპის თქმით, ორი ქვეყანა 1-თვიან შეჩერებას მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გამოიყენებს. მანამდე, ტრამპმა თქვა, რომ ის კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა და რამდენიმე საათში კვლავ გაესაუბრება. კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები ძალაში სამშაბათიდან შევა. როგორც Reuters აღნიშნავს, აშშ-ს აქციები და სხვა გლობალური ფინანსური ბაზრები სანქციების სავარაუდო ამოქმედების წინ დაეცა. კვირას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფები ევროკავშირის წინააღმდეგაც დაწესდება, თუმცა, არ არის გადაწყვეტილი ზუსტად როდის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების თქმით, თუ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, ბლოკი საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად იქნება.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)