|
2025-02-06 15:50:15, 565 ნახვა
მსოფლიო
თეთრმა სახლმა USAID-ის “ფლანგვის სია“ გამოაქვეყნა – სიაში არც ერთი ქართული პროექტი არ არის
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ სია გამოაქვეყნა - ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე წერია. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ათწლეულების განმავლობაში USAID გადასახადის გადამხდელების წინაშე ანგარიშვალდებულებას არღვევდა, რადგან უზარმაზარ თანხებს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე ანაწილებდა უაზრო და, ხშირ შემთხვევაში, მავნე პროექტებში, რაც ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელი პროექტებია.“ წარდგენილ სიაში თეთრი სახლი USAID-ის „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს ასახელებს. კერძოდ: 1,5 მლნ დოლარი „თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებისთვის სერბეთის სამუშაო ადგილებსა და ბიზნესსაზოგადოებაში“; აღსანიშნავია, რომ USAID-ი პროექტებს ახორციელებდა საქართველოშიც. თუმცა „ფლანგვის სიაში”, რომელიც თეთრმა სახლმა ამ დროისთვის გაასაჯაროვა, ჯერჯერობით, არცერთი ქართული პროგრამა არ მოხვედრილა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)