|
2025-02-06 15:36:20, 376 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით, პატარა მარიონეტად
საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით, პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. კუპრაძის თქმით, ერთადერთი არჩევანი, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, „ხელისუფლების დათმობა და ახალი არჩევნების ჩანიშვნაა“. „ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, პირდაპირ აკეთებს განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა საგარეო კურსი, რაც კონსტიტუციის დარღვევა და საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების უგულებელყოფაა. ის მოუწოდებს, დაბრუნდეს საგარეო კურსზე, რაც გულისხმობს ევროინტეგრაციის პროცესს. ერთადერთი არჩევანი ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომ დათმოს ხელისუფლება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების სრულ უმრავლესობასთან დაპირისპირება, რის ბრძოლასაც და ომსაც ვერ მოიგებს. საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს“.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)