16:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 11:41:14, 1106 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი

5 თებერვალს, რუსეთმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

"ოდესის ოლქში ოკუპანტებმა მშენებარე სახლზე რაკეტით იერიში მიიტანეს, შედეგად დაიღუპა ერთი კაცი, კიდევ ერთი კაცი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორივე მათგანი შენობასთან ახლოს თავის გზაზე მიდიოდა". – წერს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.

გენერალური პროკურატურის ოფისში დააზუსტეს, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 39 წლის კაცი, დაშავებული 19 წლის არის.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა 11-სართულიანი მშენებარე შენობა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მინიმარკეტის საწყობი და კაფე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics