|
2025-02-05 17:08:51, 374 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ოთხივე კოალიცია და პრეზიდენტი ერთად შევხვდით ელჩებს - ვისაუბრეთ ყველა კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც აუცილებელია რეჟიმს ეტკინოს
ვისაუბრეთ ყველა კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც აუცილებელია, რომ ეტკინოს ამ რეჟიმს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციაც ესწრებოდა. როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ელჩებს გააცნეს ინფორმაცია იმ არაკონსტიტუციური კანონების შესახებ, რომელიც გამიზნულია ადამიანების დასაჩაგრად და საცემად. „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ერთიანი შეხვედრა - ოთხივე კოალიცია და პრეზიდენტი ერთად. ჩვენ შევხვდით წევრი ქვეყნების ელჩებს. რა თქმა უნდა, მთავარი სათქმელი არის პოლიტპატიმრები, რომელთა რაოდენობაც იზრდება. წნეხი აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ასევე მნიშვნელოვანია ახალი არჩევნები. დეტალები გავაცანით იმ არაკონსტიტუციური კანონების შესახებ, რომელიც გამიზნულია ადამიანების დასაჩაგრად, საცემად და ასე შემდეგ. ვისაუბრეთ, თუ რას ელოდება ხალხი ევროპელი პარტნიორებისგან. ვისაუბრეთ ყველა კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც აუცილებელია, რომ ეტკინოს ამ რეჟიმს“,- აღნიშნა ხოშტარიამ. მისივე თქმით, არაკონსტიტუციურია ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. „არ არის პარლამენტი, იქ რაღაცას ბოდიალობენ. არაკონსტიტუციურია ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ. ამას არავინ ემორჩილება. ნახეთ, ნიღაბი იქნება, გზა, ქუჩა, რასაც მოიგონებენ, თუ მეზობელთან გადასვლის კრიმინალიზაციას გააკეთებენ, ამას არავინ ემორჩილება. არც დავემორჩილებით. ეს არ არის არც პარლამენტი, არც საკანონმდებლო პროცესი, არის სრულიად არაკონსტიტუციური“,- აღნიშნა ხოშტარიამ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)