|
2016-03-07 17:37:15, 547 ნახვა
საზოგადოება
მაკა ასათიანის ადვოკატი: ლევან გაჩეჩილაძე სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობას დებს
ტელეკომპანია „მაესტროს“ 25%-იანი წილის მფლობელის მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით, ისინი როგორც მინიმუმ შეთანხდნენ, რომ შენობა არის სადაო. გვენეტაძის თქმით, გაჩეჩილაძემ თავისი პოზიციები გააცნო მათ, თუ რას ფიქრობს ის ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. „შეთანხმებაზე საუბრი ზედმეტია. მან თავისი მოსაზრებები გაგვაცნო, თუ რას ფიქრობს ის ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პირველი, რაზეც შევთანხმდით, მას აქვს უფლება და ცხადია, ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს რომ შეხვდეს თანამშრომლებს, რათა გააცნოს თავისი მოსაზრებები. თანამშრომლები უნდა ჩამოყალიბდნენ იმასთან დაკავშირებით, გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას, მისაღები იქნება თუ არა მისი პირობები მათთვის. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შენობა, როგორც მინიმუმ არის სადავო. თუ ვერ შევთანხმდებით შემდგომშიც, ბატონი ლევანი არ გამორიცხავს, იჯარაზე ალტერნატიული ფართის მოძიებას“, - აღნიშნა გვენეტაძემ. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძე იძლევა სრულ პირობას, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული. „მას დრო სჭირდება იმისთვის, რომ გაერკვეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ ვითარებაში და ჩვენს პასუხებზე ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან მოსალაპარაკებლად რამდენიმე ჟურნალისტია შესული.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)