|
2025-02-05 11:03:04, 571 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე დაიწყო მუშაობა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს. ABC News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ დეპარტამენტი გეგმავს USAID-ის ყველა თანამშრომლისა და მათი ოჯახის წევრების აშშ-ში დაბრუნებას, რაც მიმდინარე კვირის შაბათამდე უნდა მოხდეს. ამასთან, როგორც ABC News წერს, სამშაბათს სააგენტოს ადმინისტრატორის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, პიტ მაროკომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თუ გამოყვანა ვერ დასრულდება, პროცესში სამხედრო ძალები ჩაერთვებიან. „მათი ვაშინგტონში დამნაშავეებივით გამოძახება, მაშინ როცა ოჯახებსა და ლოგისტიკურ საკითხებს უნდა გაუმკლავდნენ, სასტიკია. ამ ადამიანებს ჰყავთ ბავშვები სკოლებში“, – განაცხადა USAID-ის ყოფილმა თანამშრომელმა ამერიკულ მედიასთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)