|
2016-03-07 17:28:09, 1116 ნახვა
საზოგადოება
მედიკამენტებზე ფასები თებერვალში 4,5%–ით გაიაფდა
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ განაგრძობს „ფანასკერტელის ინდექსზე“ მუშაობას, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების მონიტორინგს ისახავს მიზნად. ამჯერად ორგანიზაციამ თებერვლის თვის მონაცემები შეაჯამა, რომელიც იანვრის თვეში დაფიქსირებულ ინდექსის მონაცემებს შედარდა. 200 დასახელების მედიკამენტზე დაკვირვების მიხედვით „ფანასკერტელის ინდექსი“ 4.5%–ით არის შემცირებული და თებერვალში შეადგენს 12,7 პუნქტს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე, ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. ფასები შემცირებულია მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა: ანტიბიოტიკები, სადაც ფასების შემცირება ფიქსირდება შემდეგ მედიკამენტებზე:
ანტიდიაბეტური საშუალება: დიაბეტონი MR – 18,4 იანვარი; 17,07 თებერვალი; საფაღარათო საშუალების ჯგუფში:
ფასები გაზრდილია მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე როგორებიცაა: სასუნთქი სისტემის დაავადების სამკურნალო საშუალებები ბრონქო–მულან P – 12,9 იანვარი; 13,2 – თებერვალი; კარდიალური საშუალებები: ვალოკორდინი – 5,93 იანვარი; 6,93 – თებერვალი; ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები: ზიმაქსი – 33,6 იანვარი; 34,32 – თებერვალი;
ჩამოთვლილი მცირე ნაწილია იმ მედიკამენტების ჯგუფებიდან, რაზეც ორგანიზაცია მუდმივად მუშაობს. ჯამში, ბოლო მონაცემებით ორგანიზაციის ხელთ არსებული ბაზიდან, 32 დასახელების მედიკამენტზე ფასები შემცირდა, ხოლო 23 მედიკამენტზე გაიზარდა, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“ კლება გამოიწვია. „ფანასკერტელის ინდექსი“ გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი - „ჯენერიკები“. როგორც კვლევა ცხადყოფს, ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე მცირდება, რაც „ფანასკერტელის ინდექსის“ დაღმავალ ტენდენციას განაპირობებს. კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის გამოჩენას და მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების, პრაქტიკულად, მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებას. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს. ინდექსის წარმოება დაიწყო 2015 წლის ნოემბრიდან. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5; დეკემბერში 14; 2016 წლის იანვარში 13,35, ხოლო თებერვალში 12,7 პუნქტი. აფბა „ფანასკერტელის ინდექსს“ ყოველთვიურ რეჟიმში განაახლებს.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)