23:20 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 21:06:09, 628 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ეს არის აშკარა მცდელობა, ჩაახშონ კრიტიკა და შეაშინონ ხალხი და ოპოზიცია

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელ X-ზე თბილისში 2 თებერვალს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებას ეხმაურება.

ზურაბიშვილის განცხადებით, 31 მომიტინგის დაკავებიდან 8-ს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, უკვე წაუყენეს სისხლის სამართლის ბრალდებები, რითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 4 წლამდე პატიმრობის მუქარად გადაიქცა.

„2 თებერვალს თბილისში 31 მომიტინგე დააკავეს. ახლა კი 8 მათგანს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, წაუყენეს სისხლის სამართლის ბრალდებები, რითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 4 წლამდე პატიმრობის მუქარად გადაიქცა. ეს არის აშკარა მცდელობა, ჩაახშონ კრიტიკა და შეაშინონ ხალხი და ოპოზიცია,“ – წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics