00:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 20:46:52, 535 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ჩვენი კოალიციის ლიდერებსაც, ნიკა მელიას პირველ რიგში, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ ბრალს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიას განცხადებით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ხვალ, მას შემდეგ რაც პარლამენტი მის თანაპარტიელებს მოუხსნის იმუნიტეტს ბრალს წარუდგენენ.

„ჩვენი კოალიციის ლიდერებსაც, ნიკა მელიას პირველ რიგში, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ ბრალს, რადგან უხსნიან იმუნიტეტს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ბოლო თვის განმავლობაში პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების ნახევარმა ციხე უკვე გაიარა.

„მოგეხსენებათ, სამ პარტიას უხსნიან იმუნიტეტს, გახარიას პარტიის გარდა სამივე პარტიას. მე არ მაქვს იმუნიტეტი, მაგრამ დანარჩენებს, ნიკა მელიას პირველ რიგში იმიტომ, რომ ვნახეთ, დაკავებული იყო, ჩვენი კოალიციის სხვა ლიდერებსაც, ხვალ ასევე წარუდგენენ ბრალს.

ჩემი პარტიის ნახევარმა ამ თვეების განმავლობაში გაიარა ციხეში, ნაწილმა ადმინისტრაციულით, ნაწილმა სისხლით. საერთოდ ყველა ლიდერი იყო ციხეში ბოლო თვის განმავლობაში. ამ წუთში მარტო დიმა (დიმიტრი ბიძინაშვილი). ჩვენთვის ეს ბრძოლა გასაგებია, რასაც უკავშირდება, ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით და მზად ვართ იმისთვის, რომ ციხეშიც ვიყოთ, თუ საჭიროა", - განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics