|
2025-02-04 17:09:07, 442 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე USAID-ის შესაძლო დახურვაზე - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით
„კონკრეტული ორგანიზაციები აფინანსებდნენ ქვეყანაში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობას“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას გეგმავს. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვადასტურებდით, რომ იყო კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში აფინანსებდნენ პოლარიზაციას, რადიკალიზმს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებებს, რევოლუციის მოწყობას. ალბათ გახსოვთ, როდესაც მიმდინარეობდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, პირველ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი და არ მივიღეთ აღნიშნული კანონპროექტი. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მაგალითად, NED-მა გვითხრა, გაასაჯაროებდნენ ყველა ხარჯს, რაში იხარჯება წამოსული თანხები, თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი გაასაჯაროვეს, იმიტომ, რომ ვიცით, რა მიმართულებით მიდიოდა ეს თანხები. გუშინ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის არჩევნებზე 24 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა საქართველოში. რას და ვის მოხმარდა ეს ფული, ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში, რა მდგომარეობა გვაქვს ყოველდღიურად, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი დასრულდება. დასრულდება რადიკალიზმი და ფაშიზმიც, რომლის წახალისება ხდებოდა უცხოეთიდან და საკმაოდ მსუყედ ფინანსდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)