00:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 14:17:25, 427 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე კანონის გამკაცრებაზე: მიზანია, ხალხმა თავისუფლებისთვის ბრძოლა შეწყვიტოს

,,ცხადია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ჩანასახშივე არალეგიტიმურია, რადგან ის არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა მიიღოს და შემდეგ ხელი არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, ერთადერთი მიზანი აქვს: რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შეწყვიტონ. თუმცა, ძალიან ხშირად, მსგავსი ტიპის ცვლილებები - განსაკუთრებით, ბოლო თვეებმა ანახა, რომ ხელისუფლებას საწინააღმდეგოდ უტრიალდება - თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ,,ოცნების" გამკაცრებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეპრესიულ პოლიტიკაზე.

ცნობისთვის, 3 თებერვალს, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგისას განაცხადა, რომ გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე - ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, "ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით" სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics