01:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 13:03:24, 435 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - 10 დაკავებული ვინახულე, ყველაზე გამოყენებულია არასათანადო ფიზიკური ძალა

დროებითი მოთავსების იზოლატორში მოვინახულე აქციაზე დაკავებული 10 პირი - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე თბილისი მოლთან და შემდეგ მსვლელობისას დაკავებულებზე.


,,ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ათივე მათგანზე გამოყენებული იყო არასათანადო ფიზიკური ძალა, ნაწილზე არასათანადო ძალა გამოყენებული იყო მათ შორის საპოლიციო მანქანებში გადაყვანის დროს, ერთდროულად რამდენიმე პირი ჰყავდათ მანქანაში და მათ მიმართ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა და გინება მათ მიმართ,

ათივე მათგანზე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მიმდინარეობს ამ პირების გამოკითხვა. მე აუცილებლად მივადევნებ ამ პირების საქმეს თვალს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თუმცა, ის სამწუხარო რეალობა გვაქვს, როდესაც არცერთი პირის მიმართ, რომელთა ქცევაშიც იკვეთება ძალადობა, დღემდე არ მომხდარა არც ბრალის წარდგენა და არც დაკავება" -აღნიშნავს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics