|
2025-02-04 11:02:23, 1287 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - აშშ-ს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კიევის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯების შესამცირებლად სჭირდება
ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება კიევზე ხარჯების შემცირებისთვის სჭირდება, ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების საკითხზე აშშ-ში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პოლიშჩუკმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შეერთებულ შტატებს სჭირდება, რათა შეამციროს კიევის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯები, რომელიც მათთვის წამგებიანი აქტივი გახდა და სურს, მისი გადარჩენის პასუხისმგებლობის ტვირთი ევროპელ პარტნიორებზე გადაიტანოს“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განზრახვებზე საუბრისას „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის ავტორია და უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში კიევის მხარეს“. „ის იყენებს ამ კონფლიქტს, მათ შორის, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი გლობალური ჰეგემონიის უზრუნველსაყოფად. ამერიკული დოქტრინული დოკუმენტები არ შეცვლილა და მათში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ მტრად არის განხილული. ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების საკითხზე“, - განაცხადა პოლიშჩუკმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)