01:04 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 19:39:28, 471 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო - ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას

საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს პასუხობს - დიპლომატიური უწყება „ოცნების“ ლიდერს  დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში მდინარაძისმიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

„საუბარია მამუკა მდინარაძის მიერ 3 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ თავად აშშ-ის ლიდერები და პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა. USAID-ის და NED-ის არაერთი ათეული მილიონი ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფასა და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას ხმარდებოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები და მავნებლობები, მათ შორის, აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება საქართველოში.

ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად,  გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული.“ - წერს საელჩო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics