|
2025-01-31 15:29:47, 477 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის პარლამენტმა მეორე მცდელობით პრეზიდენტი ვერ აირჩია
საბერძნეთის პარლამენტმა კენჭისყრის ოთხი ტურიდან მეორე ტურში ახალი პრეზიდენტი ვერ აირჩია, - ინფორმაციას Ekathimerini-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა, კონსტანტინოს ტასულასმა 160 ხმა მიიღო, პირდაპირი გამარჯვებისთვის კი 200 ხმა იყო საჭირო. ამდენივე ხმა მიიღო ტასულასმა 25 იანვარს გამართული კენჭისყრის პირველ ტურში. ამასთან, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა ლუკა ქაცელმა, რომელსაც მხარს უჭერენ მემარცხენე პარტია SYRIZA და „ახალი მემარცხენე პარტია“, 40 ხმა მიიღო, კიდევ ერთმა კანდიდატმა ტასოს გიანიცისმა, რომელსაც მხარს უჭერს მთავარი ოპოზიციური პარტია PASOK-ი, 34 ხმა დააგროვა, ხოლო კოსტას კირიაკუმ, ულტრამემარჯვენე პარტია Niki-ს კანდიდატმა, 14 ხმა მიიღო. ხმის მიცემის მესამე ტური, სადაც გამარჯვებისთვის 180 ხმა იქნება საჭირო, 6 თებერვალს არის დაგეგმილი. თუკი ბარიერს მესამე ტურშიც ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, მეოთხე ტურში საჭირო ხმათა რაოდენობა 151-მდე შემცირდება. Ekathimerini-ი წერს, რომ ტასოულასი, პარტია „ახალი დემოკრატიის“ დეპუტატი, ფინალურ ტურში, სავარაუდოდ, გამარჯვებისთვის საჭირო ხმებს მიიღებს, რადგან პარტია „ახალ დემოკრატიას“ 300 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა, 156 მანდატი აქვს.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)