|
2025-01-31 13:20:28, 556 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ აშშ დოლარი არცერთი სხვა ვალუტით არ ჩაანაცვლონ
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნების მხრიდან აშშ დოლარის ჩანაცვლების მცდელობა მიუღებელია და მათ 100%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ტრამპის თქმით, ეს ქვეყნები უნდა დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას, თუ ისინი ახალ ვალუტას შექმნიან ან სხვა ვალუტით ჩაანაცვლებენ აშშ დოლარს. იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, - წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე. BRICS-ის ჯგუფი თავდაპირველად აერთიანებდა ხუთ ქვეყანას: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისში მათ შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღსანიშნავია, რომ BRICS-ის ქვეყნები განიხილავენ ახალი საერთო ვალუტის შექმნას, რათა შეამცირონ აშშ დოლარზე დამოკიდებულება საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს იდეა განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შემდეგ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)