02:49 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 18:45:08, 462 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს

ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა არ უნდა გახდეს დასჯის საფუძველი — აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულ პირს და მოუწოდებს მათ გათავისუფლებას.

„დღეს ევროკავშირის ელჩი, თავისი გუნდთან ერთად, შეხვდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებულების ოჯახებსა და მეგობრებს. ყოველი დაკავებულის უკან დგანან მათი ოჯახები და მეგობრები, რომლებიც ასევე უმძიმეს სირთულეებს აწყდებიან.

ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა არ უნდა იყოს დასჯის მიზეზი. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ გათავისუფლებისკენ.

სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics